პოპულარული პოსტები

Wednesday, June 17, 2015

NYC Montage 8.jpg
ნიუ-იორკი — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას „ნიუ იორკ სიტის“ უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია დიდი ვაშლი.ისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.
ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია (ძვ. სტილით საგრაფო): ბრონქსიბრუკლინი, მანჰეტენიკუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.
ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა.
არემარის იტალიელი ჯოვანი და ვერაძანოს მიერ აღმოჩენის პერიოდში რეგიონი დასახლებული იყო ლენაპეს ტომის ადგილობრივი ინდიელებით. ვერაძანომ ნიუ-იორკის ყურეში შესცურა თუმცა გზა აღმა მდინარეზე არ გაუგრძელებია და ისევ ატლანტის ოკეანეში დაბრუნდა. არემარის კარტოგრაფია მოახდინა ინგლისელმა ენრი ჰუდსონმა, რომელიც ჰოლანდიის  მონარქის მიერ იყო დაქირავებული. ჰუდსონმა კუნძული მანჰეტენი 1609წლის11 სექრემბერს აღმოაჩინა და გააგრძელა გზა აღმა მდინარეზე, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, სანამ დღევანდელი ალბანის ტერიტორიას მიაღწევდა. ჰოლანდიელებმა ამ ადგილას ახალი ამსტერდამი 1613 წელს დააარსეს, რომელსაც თვითმმართველობა 1652 წელს მიენიჭა. 1664 წელს ქალაქი ბრიტანელებმა დაიპყრეს და მას „ნიუ იორკი“ გადაარქვეს ინგლისელი იორკის ჰერცოგის სახელზე. ჰოლანდიელებმა 1673 წლის აგვისტოში მცირე ხნით მოახერხეს ქალაქის დაბრუნება და მას „ნიუ ორანჟი“ დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში იგი საბოლოოდ დაკარგეს.
ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ ნიუ-იორკი აგრძელებს განვითარებას, თუმცა ქალაქში უკმაყოფილება პოლიტიკური დამოკიდებულების გამო დღითიდღე იზრდებოდა.ამერიკის რევოლუციის ომი პერიოდში აქ მრავალ მნიშვნელოვან ადრეულ ბრძოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ქალაქი ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩა ომის დამთავრებამდე და ის ბოლო პორტი იყო, რომელიც ბრიტანელებმა1783 წელს დატოვეს.
1788-90 წლებში ნიუ-იორკ სიტი ახლად შექმნილი აშშ-ის დედაქალაქი იყო. 1825 წელს ერის არხის გახსნის შემდეგ ნიუ-იორკს შესაძლებლობა მიეცა ეკონომიკური მნიშვნელობით ბოსტონასა და ფილადელფიისტვის გაესწრო, ხოლო ადგილობრივი პოლიტიკა დომინირებული გახდადემიკრატიული პარტიის პოლიტიკური მანქანით „ტამანი ჰოლ“, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ირლანდიელი იმიგრანტები იყვნენ. მომდევნო პერიოდში ქალაქის მდიდარი ფენა ახალი ეკონომიკური მექნიზმების საშუალებით სულ უფრო ძლიერდება, ხოლო პარალელურად ქალაქის ღარიბი იმიგრანტი მუშა კლასიც იზრდება. ამავე პერიოდში ყალიბდება ეკონომიკური და მუნიციპალური კონსოლიდაცია ქალაქის ხუთ მთავარ რეგიონს შორის, რაც იფიციალურად 1898 წელს გაფორმდა.
ახლად-კონსოლიდირებული ქალაქის გამთლიანებას ხელი შეუწყო ახალი სატრანსპორტო კვანძების სერიამ, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო ნიუ-იორკის მეტროს გახსნა 1904 წელს. ევროპული იმიგრაციის ახალმა ტალღამ სოციალური აღმავლობა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ ანტიკაპიტალისტური პროფკავშირების გავლენა შეზღუდა. მოგვიანებით, 1920-იან წლებში, ქალაქს მოაწყდა აფრო-ამერიკული მოსახლეობა სამხრეთი შტატებიდან „დიდი მიგრაციის“ ტალღით. ამ პერიოდში აყვავდა ჰარლემის რენესანსი, რაც თავის მხრივ „პროჰიბიციის“ (შეზღუდვა) ერის ბუმის ნაწილი იყო, რომლის პერიოდში მთელი ნიუ-იორკის ხედი რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდის აქ მშენებარე სიმაღლეში მოპაექრე ცათამბჯენების წყალობით. 1925 წელს ნიუ-იორკმალონდონს გაუსწრო მსოფლიოს ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქის სტატუსში.
დიდი დეპრესიის პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იზარალა, რასაც შედეგად რეფორმისტი მერის ფიორელო ლაგუარდია რჩევა მოჰყვა, ბოლო მოუღო რა „ტამანი ჰოლის“ 80-წლიან პოლიტიკურ დომინირებას. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის ინდუსტრიულმა და საპორტო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოკავშირეთათვის სამხედრო დანადგარებისა და ამუნიციის მიწოდებაში. ამ პერიოდში ქალაქის მსოფლიო ლიდერის სტატუსი სულ უფრო მკაფიო ხდება,  მნიშვნელოვანი წვლილით ამერიკის მსოფლიო წამყვან ეკონომიკურ ძალად აღმოცენებაშიგაეროს შტაბ-ბინის ნიუ-იორკში დაფუძნებამ ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ გავლენას, ხოლო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის აღმავლობამ პარიზს მსოფლიო ხელოვნების ცენტრის ტიტული წაართვა. ყოველივე ამას ქალაქის განახლებული ეკონომიკური ბუმი მოჰყვა 1950-იან წლებში. თუმცა მოგვიანებით, ინდუსტრიული და კომერციული პრიორიტეტების ცვლილებამ, შეძლებული ფენების მასიურად ქალაქგარეთ გადანაცვლებამ და კრიმინალის ზრდამ ნიუ-იორკი 1970-იან წლებში ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო.
1980-იანი წლები მოკრძალებული ბუმით აღინიშნა, რომელმაც პიკს 1990-იანებში მიაღწია. რასობრივი სიმწვავე განელდა, კრიმინალის დონე მკვეთრად დაეცა, ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა, ახალმა იმიგრაციამ ქალაქს მრავალფეროვნება და სიცოცხლე შეჰმატა და პირველად მის ისტორიაში ნიუ-იორკის მოსახლეობამ 8 მილიონიან ზღვარს გადააჭარბა. 90-იანი წლების ბოლო დოტ-კომის ბუმმა ქალაქს მნიშვნელოვანი ფინანსური ძლიერება მოუტანა, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბუმის ათწლეულის დაჩქარებაში.
21-ე საუკუნის დასაწყისი ქალაქში ტრაგიკული მოვლენით აღინიშნა:2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევამ ქალაქის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა კრიზისი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დანგრეული სავაჭრო ცენტრის ადგილას 2010 წლისთვის იგეგმება ახალი 1776 ფუტის სიმაღლის ფრიდომ ტაუერის დასრულება.

Thursday, June 11, 2015

ბრაზილია (პორტ. Brasil), ოფიციალურად ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა[7][8] (პორტ. República Federativa do Brasil) — სამხრეთ ამერიკის კონტინენტისა და ლათინური ამერიკის რეგიონის უდიდესი ქვეყანა. იგი მეხუთე უდიდესი სახელმწიფოა მსოფლიოში როგორც ფართობის (8 514 877 კმ²) ისე მოსახლეობის მხრივ (193 მლნ, 2012 წ).[2][9] ბრაზილია უდიდესი ლუზოფონური ქვეყანაა მსოფლიოში და ერთადერთი ამერიკაში.[9]
ბრაზილიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, სადაც სანაპირო ზოლის სიგრძე 7,491 კმ–ს შეადგენს.[9] ჩრდილოეთით ესაზღვრება ვენესუელაგაიანასურინამი, და საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია — საფრანგეთის გვიანა, ჩრდილო–დასავლეთით — კოლუმბია, დასავლეთით — ბოლივია და პერუ, სამხრეთ–დასავლეთით — არგენტინა და პარაგვაი, სამხრეთით — ურუგვაი. ფლობს მრავალარქიპელაგს, მათ შორის ფერნანდუ-დი-ნორონიასროკასსწმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგსტრინიდადი და მარტინ ვასს. ესაზღვრება სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანას, გარდა ეკვადორისა დაჩილესი.
მას შემდეგ, რაც 1500 წელს ბრაზილიის მიწაზე ფეხი პედრუ ალვარეშ კაბრალმა დადგა, ეს ქვეყანა პორტუგალიის კოლონია იყო 1815 წლამდე, როდესაც შეიქმნა პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო. კოლონიური ბორკილები 1808 წელს დაიმსხვრა, როდესაც პორტულაგიაში ნაპოლენის შეჭრის შემდეგ პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დედაქალაქი ლისაბონიდან რიო-დე-ჟანეიროშიგადავიდა.[10] დამოუკიდებლობა 1822 წელს გამოცხადდა ბრაზილიის იმპერიის შექმნით, რომელიც უნიტარული სახელმწიფო იყო კონსტიტუციური მონარქიითა და საპარლამენტო სისტემით. 1889 წელს ბრაზილიასაპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლების სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. ამ დროისათვის მოქმედებდა 1824 წელს ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კონსტიტუცია.[10] ამჟამინდელი კონსტიტუცია ქვეყანამ 1988 წელს მიიღო, რომელიც ბრაზილიას ფედერალურ სახელმწიფოდ განსაზღვრავს.[11] ფედერაცია შედგება ფედერალური რაიონების — 26 შტატისგან, რომლებიც საერთო ჯამში 5 564 მუნიციპალიტეტად იყოფა.[11][12]
სიტყვა „ბრაზილია“ მომდინარეობს მცენარე ბრაზილიური ხისგან (Caesalpinia echinata, პერნამბუკის ხე), რომელიც ერთ დროს უხვად იზრდებოდა ბრაზილიის სანაპიროს გასწვრივ. პორტულაგიურ ენაში ამ ხესპაუ-ბრაზილი ჰქვია, სიტყვა ბრაზილი ნიშნავს „წითელი, როგორც ნაკვერჩხალი“, რაც ლათინური brasa–დან (ნაკვერჩხალი) მომდინარეობს.[17][18][19] იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხე დიდი რაოდენობით წითელ საღებავს გამოყოფდა, საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე აღმოჩნდა ევროპული ტანსაცმლის ინდუსტრიისთვის, შესაბამისად ის ერთ–ერთი ყველაზე ადრეული კომერციულად გამოყენებადი პროდუქტი იყო ბრაზილიიდან. XVI საუკუნეში, ბრაზილიის სანაპიროებზე პაუ–ბრაზილის მასობრივი გაჩეხვა დაიწყო ადგილობრივი ინდიელების მიერ, რომლებიც მას ევროპელ ვაჭრებს (ძირითადად პორტუგალიელებსა და ფრანგებს) უცვლიდნენ ევროპულ სამომხმარებლო საქონელში.[20]
ამ მიწის ოფიციალური სახელი პორტუგალიელთა ჩანაწერებში იყო „წმინდა ჯვრის მიწა“ (Terra da Santa Cruz), მაგრამ ევროპელი ვაჭრები და მეზღვაურები მას უბრალოდ „ბრაზილიის მიწას“ (Terra do Brasil) უწოდებდნენ. ეს დასახელება თანდათანობით გავრცელდა და ბოლოს ოფიციალური სახელად იქცა. ადრეული მეზღვაურები ზოგჯერ ასევე მას ასევე მოიხსენიებენ „თუთიყუშების მიწის“ (Terra di Papaga) სახელით.
გუარანის ენაში, რომელიც პარაგვაის ერთ–ერთი ოფიციალური ენაა, ბრაზილიას „პინდორამა“ ეწოდება. ეს სახელი ამ რეგიონს ადგილობრივებმა უწოდეს და „პალმის ხეების მიწას“ ნიშნავს.


Thursday, January 8, 2015

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი1907წიწამური) — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი[1].1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა „მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში.ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.
კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:„უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ....... ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.
ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: „მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“
ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.
ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - „თერგდალეულთა“ ტრადიციები.
1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.
სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკისგერცენისდობროლიუბოვისჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა „ქართლის დედა“. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერისჰაინესრიუკერტისბაირონისსკოტისშენიესპუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“(1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.
ილია ჭავჭავაძე
ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად.


Thursday, December 25, 2014

პლიტვიცეს ტბები

პლიტვიცეს-ეროვნული-პარკი


პლიტვიცეს ტბები გამოირჩევა ლამაზი ხასხასა ფერებით. კამკამა ტბა სილურჯიდან სიმწვანეში გადადის და ფერთა ჰარმონიას ქმნის.
პლიტვიცეს ტბები ერთერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ცენტრალურ ხორვატიაში. ეს უძველესი პარკი, სადაც გაედინება ჩრდილოეთ და სამხრეთ ხორვატიის შემაკავშირებელი გზა, ქვეყნის შიდა ნაწილით შეერთებული ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლთან, შეიქმნა 1949 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინას საზღვართან ახლოს. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელსაც უჭირავს 29,5 ჰექტარი ფართობი, განლაგებულია რამდენიმე ჩანჩქერი, წყალსაცავი, მღვიმე თუ ტყე-პარკი (ნაძვნარი). აქ ბუდობს უამრავი ველური კატა, ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ჩიტების უიშვიათეს სახეობებს. 1979 წელს პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი ჩართულ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც პირველი ბუნებრივი ძეგლი. პლიტვიცეს ეროვნულ პარკში მოგზაურობა ნამდვილი სიამოვნებაა. აქ თქვენ სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიას იპოვით.
პლიტვიცეს უმშვენიერესი ტბები და ჩანჩქერები მაგნიტივით იზიდავს ტურისტებსმსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. პარკს ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 მდე მნახველი სტუმრობს. მდინარეთა კასკადურმა შერწყმამ ხელი შეუწყო 16 კარსტული ტბის წარმოქმნას, რომელიც ერთმანეთისგან ტრავერტინის ბუნებრივი დამბების საშუალებით არის გამოყოფილი.
ტბების ძირითადი ფერი – ფირუზისფერია, თუმცა ტბები ცნობილია ფერისცვალებით, ზოგჯერ მწვანე გადადის ცისფერ ან ლურჯ ფერში და თვალს სტაცებს მნახველს თავისი უზადო იერსახით. მისი ეს ფერთა ცვალებადობა განპირობებულია მინერალების შემადგენლობაზე, მასში მცხოვრები სხვადასხვა ორგანიზმებით, ან სულაც მზის სინათლის დაცემის პერიმეტრზე.

plitvices-tbebi




აქაფებული ჩანჩქერები, რომლებიც ჩაკარგულია ტყესა თუ პარკებში, ქმნიან უნიკალურ ლანდშაფტს. მაღალ მთებში ყოველწლიურად წარმოიქმნება ახალი ჩანჩქერები, რომლებიც ამარაგებს წყალსატევებს მინერალებით. ტბები, რომლებიც ერთმანეთთან ბუნებრივად არიან დაკავშირებულნი, მუდმივად ახლდებიან ამ ახალი ჩანჩქერების ხარჯზე. იმისთვის რომ დატკბეთ პანორამით, ან გაისეირნოთ ბუნების ამ ღირსშესანიშნაობაში, დაახლოებით 2დან 8 საათამდე დაგჭირდებათ. პლიტვიცეს ტბებში ბანაობა, კოცონის დანთება ან პიკნიკის მოწყობა აკრძალულია.
გთავაზობთ ფოტოგალერეას. დატკბით პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკის ლამაზი ხედებით!


პლიტვიცე-ეროვნული-პარკი


წითელი და ყვითელი ფერები პლიტვიცეს ეროვნულ პარკს კიდევ უფრო ლამაზ ელფერს ძენს.

პლიტვიცე-ზამთარში
გასაკვირი არ არის, რომ ზამთარში პლიტვიცე მწვანე ელფერს კარგავს. მიუხედავად ამისა ზამთარში ეროვნული პარკი ნამდვილად არ კარგავს სიმშვენიერეს. ამას ეს ფოტოც ადასტურებს. პლიტვიცე წელიწადის ამ დროს თეთრ და ცისფერ ფერებში იმოსება.