პოპულარული პოსტები

Thursday, December 25, 2014

პლიტვიცეს ტბები

პლიტვიცეს-ეროვნული-პარკი


პლიტვიცეს ტბები გამოირჩევა ლამაზი ხასხასა ფერებით. კამკამა ტბა სილურჯიდან სიმწვანეში გადადის და ფერთა ჰარმონიას ქმნის.
პლიტვიცეს ტბები ერთერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ცენტრალურ ხორვატიაში. ეს უძველესი პარკი, სადაც გაედინება ჩრდილოეთ და სამხრეთ ხორვატიის შემაკავშირებელი გზა, ქვეყნის შიდა ნაწილით შეერთებული ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლთან, შეიქმნა 1949 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინას საზღვართან ახლოს. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელსაც უჭირავს 29,5 ჰექტარი ფართობი, განლაგებულია რამდენიმე ჩანჩქერი, წყალსაცავი, მღვიმე თუ ტყე-პარკი (ნაძვნარი). აქ ბუდობს უამრავი ველური კატა, ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ჩიტების უიშვიათეს სახეობებს. 1979 წელს პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი ჩართულ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც პირველი ბუნებრივი ძეგლი. პლიტვიცეს ეროვნულ პარკში მოგზაურობა ნამდვილი სიამოვნებაა. აქ თქვენ სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიას იპოვით.
პლიტვიცეს უმშვენიერესი ტბები და ჩანჩქერები მაგნიტივით იზიდავს ტურისტებსმსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. პარკს ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 მდე მნახველი სტუმრობს. მდინარეთა კასკადურმა შერწყმამ ხელი შეუწყო 16 კარსტული ტბის წარმოქმნას, რომელიც ერთმანეთისგან ტრავერტინის ბუნებრივი დამბების საშუალებით არის გამოყოფილი.
ტბების ძირითადი ფერი – ფირუზისფერია, თუმცა ტბები ცნობილია ფერისცვალებით, ზოგჯერ მწვანე გადადის ცისფერ ან ლურჯ ფერში და თვალს სტაცებს მნახველს თავისი უზადო იერსახით. მისი ეს ფერთა ცვალებადობა განპირობებულია მინერალების შემადგენლობაზე, მასში მცხოვრები სხვადასხვა ორგანიზმებით, ან სულაც მზის სინათლის დაცემის პერიმეტრზე.

plitvices-tbebi




აქაფებული ჩანჩქერები, რომლებიც ჩაკარგულია ტყესა თუ პარკებში, ქმნიან უნიკალურ ლანდშაფტს. მაღალ მთებში ყოველწლიურად წარმოიქმნება ახალი ჩანჩქერები, რომლებიც ამარაგებს წყალსატევებს მინერალებით. ტბები, რომლებიც ერთმანეთთან ბუნებრივად არიან დაკავშირებულნი, მუდმივად ახლდებიან ამ ახალი ჩანჩქერების ხარჯზე. იმისთვის რომ დატკბეთ პანორამით, ან გაისეირნოთ ბუნების ამ ღირსშესანიშნაობაში, დაახლოებით 2დან 8 საათამდე დაგჭირდებათ. პლიტვიცეს ტბებში ბანაობა, კოცონის დანთება ან პიკნიკის მოწყობა აკრძალულია.
გთავაზობთ ფოტოგალერეას. დატკბით პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკის ლამაზი ხედებით!


პლიტვიცე-ეროვნული-პარკი


წითელი და ყვითელი ფერები პლიტვიცეს ეროვნულ პარკს კიდევ უფრო ლამაზ ელფერს ძენს.

პლიტვიცე-ზამთარში
გასაკვირი არ არის, რომ ზამთარში პლიტვიცე მწვანე ელფერს კარგავს. მიუხედავად ამისა ზამთარში ეროვნული პარკი ნამდვილად არ კარგავს სიმშვენიერეს. ამას ეს ფოტოც ადასტურებს. პლიტვიცე წელიწადის ამ დროს თეთრ და ცისფერ ფერებში იმოსება.

No comments:

Post a Comment