პოპულარული პოსტები

Thursday, June 11, 2015

ბრაზილია (პორტ. Brasil), ოფიციალურად ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა[7][8] (პორტ. República Federativa do Brasil) — სამხრეთ ამერიკის კონტინენტისა და ლათინური ამერიკის რეგიონის უდიდესი ქვეყანა. იგი მეხუთე უდიდესი სახელმწიფოა მსოფლიოში როგორც ფართობის (8 514 877 კმ²) ისე მოსახლეობის მხრივ (193 მლნ, 2012 წ).[2][9] ბრაზილია უდიდესი ლუზოფონური ქვეყანაა მსოფლიოში და ერთადერთი ამერიკაში.[9]
ბრაზილიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, სადაც სანაპირო ზოლის სიგრძე 7,491 კმ–ს შეადგენს.[9] ჩრდილოეთით ესაზღვრება ვენესუელაგაიანასურინამი, და საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია — საფრანგეთის გვიანა, ჩრდილო–დასავლეთით — კოლუმბია, დასავლეთით — ბოლივია და პერუ, სამხრეთ–დასავლეთით — არგენტინა და პარაგვაი, სამხრეთით — ურუგვაი. ფლობს მრავალარქიპელაგს, მათ შორის ფერნანდუ-დი-ნორონიასროკასსწმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგსტრინიდადი და მარტინ ვასს. ესაზღვრება სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანას, გარდა ეკვადორისა დაჩილესი.
მას შემდეგ, რაც 1500 წელს ბრაზილიის მიწაზე ფეხი პედრუ ალვარეშ კაბრალმა დადგა, ეს ქვეყანა პორტუგალიის კოლონია იყო 1815 წლამდე, როდესაც შეიქმნა პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო. კოლონიური ბორკილები 1808 წელს დაიმსხვრა, როდესაც პორტულაგიაში ნაპოლენის შეჭრის შემდეგ პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დედაქალაქი ლისაბონიდან რიო-დე-ჟანეიროშიგადავიდა.[10] დამოუკიდებლობა 1822 წელს გამოცხადდა ბრაზილიის იმპერიის შექმნით, რომელიც უნიტარული სახელმწიფო იყო კონსტიტუციური მონარქიითა და საპარლამენტო სისტემით. 1889 წელს ბრაზილიასაპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლების სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. ამ დროისათვის მოქმედებდა 1824 წელს ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კონსტიტუცია.[10] ამჟამინდელი კონსტიტუცია ქვეყანამ 1988 წელს მიიღო, რომელიც ბრაზილიას ფედერალურ სახელმწიფოდ განსაზღვრავს.[11] ფედერაცია შედგება ფედერალური რაიონების — 26 შტატისგან, რომლებიც საერთო ჯამში 5 564 მუნიციპალიტეტად იყოფა.[11][12]
სიტყვა „ბრაზილია“ მომდინარეობს მცენარე ბრაზილიური ხისგან (Caesalpinia echinata, პერნამბუკის ხე), რომელიც ერთ დროს უხვად იზრდებოდა ბრაზილიის სანაპიროს გასწვრივ. პორტულაგიურ ენაში ამ ხესპაუ-ბრაზილი ჰქვია, სიტყვა ბრაზილი ნიშნავს „წითელი, როგორც ნაკვერჩხალი“, რაც ლათინური brasa–დან (ნაკვერჩხალი) მომდინარეობს.[17][18][19] იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხე დიდი რაოდენობით წითელ საღებავს გამოყოფდა, საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე აღმოჩნდა ევროპული ტანსაცმლის ინდუსტრიისთვის, შესაბამისად ის ერთ–ერთი ყველაზე ადრეული კომერციულად გამოყენებადი პროდუქტი იყო ბრაზილიიდან. XVI საუკუნეში, ბრაზილიის სანაპიროებზე პაუ–ბრაზილის მასობრივი გაჩეხვა დაიწყო ადგილობრივი ინდიელების მიერ, რომლებიც მას ევროპელ ვაჭრებს (ძირითადად პორტუგალიელებსა და ფრანგებს) უცვლიდნენ ევროპულ სამომხმარებლო საქონელში.[20]
ამ მიწის ოფიციალური სახელი პორტუგალიელთა ჩანაწერებში იყო „წმინდა ჯვრის მიწა“ (Terra da Santa Cruz), მაგრამ ევროპელი ვაჭრები და მეზღვაურები მას უბრალოდ „ბრაზილიის მიწას“ (Terra do Brasil) უწოდებდნენ. ეს დასახელება თანდათანობით გავრცელდა და ბოლოს ოფიციალური სახელად იქცა. ადრეული მეზღვაურები ზოგჯერ ასევე მას ასევე მოიხსენიებენ „თუთიყუშების მიწის“ (Terra di Papaga) სახელით.
გუარანის ენაში, რომელიც პარაგვაის ერთ–ერთი ოფიციალური ენაა, ბრაზილიას „პინდორამა“ ეწოდება. ეს სახელი ამ რეგიონს ადგილობრივებმა უწოდეს და „პალმის ხეების მიწას“ ნიშნავს.


No comments:

Post a Comment